მონღოლეთის ყოფილი პრეზიდენტი ცახიაგინ ელბეგდორჟი ტაკერ კარლსონთან პუტინის ინტერვიუს პლატფორმა X-ზე შეეხმიანა.
ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტიმა პუტინმა არაერთხელ მიმართა ისტორიულ ექსკურსს უკრაინაზე რუსეთის უფლების დასადასტურებლად. იგი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის ისტორია დაიწყო უკვე მეცხრე საუკუნეში, როდესაც ნოვგოროდს დიდი მთავარი რიურიკი მართავდა.
ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ეპოქა შეიძლება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დასაწყისადაც შეიძლება იქნეს განხილული, რადგან იმ დროს არ არსებობდა ცნება ერთი ხალხის კუთვნილი ცენტრისტული სახელმწიფოს შესახებ.
ინტერვიუში პუტინი ასევე მოკლედ საუბრობს მე-13 საუკუნეზე, როდესაც დასავლეთში მონღოლთა შეჭრა მოხდა და აღნიშნავს, რომ ამ ექსპანსიის შედეგად კიევმა დაკარგა სუვერენიტეტი დამოექცა მონღოლების მმართველობის ქვეშ.
პუტინის ასეთი ლოგიკიდან გამომდინარეობს, რომ მონღოლეთს პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე.
მონღოლეთის პრეზიდენტი (2009-2017 წწ) ცახიაგინ ელბეგდორჯი პუტინის ინტერვიუს სოციალურ ქსელში შეეხმიანა და მსოფლიოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა.
პუტინის განცხადებების შემდეგ მე ვიპოვე მონღოლეთის ისტორიული რუკა. არ ინერვიულოთ. მონღოლეთი თავისუფალი და მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, - წერს ცახიაგინ ელბეგდორჯი.
After Putin’s talk. I found Mongolian historic map. Don’t worry. We are a peaceful and free nation🌏 pic.twitter.com/w5c2Hr0cQK
— Mongol Tsakhia ELBEGDORJ (@elbegdorj) February 11, 2024