მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო.

ცესკოს მონაცემებით, 2219 უბნიდან 2173 უბანზე მიცემული 1508132 ხმიდან მაია სანდუს წილად მოდის 631336 ხმა (41.86%).

მეორე ადგილზე  იმყოფება ალექსანდრ სტოიანოგლო. მას ხმა მისცა 397295-მა (26.34%) ამომრჩეველმა.

მესამე ადგილზე მყოფ რენატო უსათის 207563 ხმა (13.76%) აქვს.




საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაია სანდუს და ალექსანდრ სტოიანოგლოს შორის 3 ნოემბერს გაიმართება.