მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მიცემული ხმების დათვლის სრული შედეგი აისახა.
ცესკოს საიტზე ასახული მონაცემების თანახმად, საკონსტიტუციო რეფერენდუმის კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა კონსტიტუციის შეცვლის მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?", „დიახ" უპასუხა 751 235-მა (50,46%) მოქალაქემ, „არა" კი 737 639-მა (49,54%).
დნესტრისპირეთიდან რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 15 526-მა კაცმა. მათგან კითხვაზე „დიახ" უპასუხა 5 813-მა კაცმა ანუ 37,44%-მა.
გაგაუზიის ავტონომიური რეგიონიდან რეფერენდუმში მონაწილეობდა 57 847 კაცი. კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა 2 985-მა კაცმა ანუ 5,16%-მა.
საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოვას მოქალაქეებიდან რეფერენდუმში მონაწილეობდა 235 503 კაცი. მათგან კითხვაზე „დიახ" უპასუხა 181 254 კაცმა, „არა" კი 54 249-მ (23,04%).