მოლდავური მხარის ინფორმაციით, მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის პირობებს შექმნის.
შეთანხმებას ხელს 18 მაისს მოაწერენ მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჟა.
შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნას და კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებების დივერსიფიკაციას, დადებითად აისახება დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე, ასევე – ქვეყნებს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.