მხარს ვუჭერთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ვილნიუსში განაცხადა, სადაც NATO-ს სამიტის მეორე დღისთვის იკრიბებიან.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია NATO-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობა და ერთიანობა, რათა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს NATO-სა და ევროკავშირთან შესანიშნავი თანამშრომლობა. NATO-სთან ერთად ვმუშაობთ ბევრს, რათა გავხდეთ უფრო მეტი უსაფრთხოების მიმწოდებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ ერთიანი და მივცეთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას,რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.