ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია.
"ვფიქრობ, გარკვევით განვაცხადეთ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ის, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაცხადებთ, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. გავაგრძელებთ, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ პოლიტიკის მიმართ", - თქვა მეთიუ მილერმა.