აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესი წინ წაიწევს კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

„არაფერი შეცვლილა ვადებთან დაკავშირებით. ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საბოლოო ჯამში ეს არის პროცესი, რომელიც წინ წაიწევს ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.