აშშ მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი X-ზე წერს. მისი თქმით, აშშ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს.
"აშშ მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ ანგარიშვალდებულებას, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას", - წერს მილერი.
The U.S. strongly condemns Georgian Dream’s brutal and unjustified violence against Georgian citizens. We will use the tools at our disposal to promote accountability for those who seek to undermine Georgia’s democracy.
— Matthew Miller (@StateDeptSpox) December 5, 2024