გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ 2019 წელს ხელმოწერილი მინსკის შეთანხმებები სწორი იყო. ამის შესახებ მან Die Zeit-თან 29 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, მისი ძალისხმევა 2014 წელს უკრაინის დონბასში რუსეთის შემოჭრის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად იყო რეალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეეძლო კონფლიქტის მოგვარება და სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილება.
გერმანიის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თქვა, რომ ის "ამ სიტუაციის თავიდან აცილებას ცდილობდა" იმით, რაც მის ხელთ იყო და ის ფაქტი, რომ ამან არ იმუშავა "არ არის იმის მტკიცებულება, რომ მცდელობა არასწორი იყო".
ყოფილმა კანცლერმა სინანული გამოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკმაოდ ბევრია ისეთი ადამიანი, "ვინც ამით არ დაინტერესებულა".
მან უარი თქვა იმის პროგნოზირებაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ მხარეებს მოუწოდა, რომ გადავიდნენ ისეთ სცენარზე, რომელშიც სამშვიდობო მოლაპარაკებები იქნება შესაძლებელი.