სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსპიკერის, სონა არუთიუნიანის განცხადებით მეხის დაცემის გამო ავარია მოხდა.  შედეგად, ატომური ელექტროსადგური ქვეყნის ენერგოსისტემიდან გამორთეს.

„30 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე სომხეთის ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან გამოირთო ავარიული გაჩერების რეჟიმში. ამის მიზეზი გახდა მეხის დაცემა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სისტემებმა სადგური უსაფრთხო გაჩერების რეჟიმში გადაიყვანეს“, – დაწერა არუთიუნიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და სადგურის თანამშრომლები მის გადატვირთვაზე მუშაობენ.