აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რათა უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილონ. შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00-საათზე დაიწყება.

 nbcnews-ის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი.

მედიის ცნობით, შეხვედრას შეუერთდებიან ევროპელი ლიდერებიც, მათ შორის არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პარასკევს ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამიტი გამართა, რომელზეც ზელენსკი არ იყო მიწვეული. ტრამპმა სამიტს "პროდუქტიული“ უწოდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შედგა.