დონალდ ტრამპი, ერთი მხრივ, მშვიდობაზე საუბრობს და, მეორე მხრივ, ყველაზე მოწინავე მასობრივი განადგურების ინსტრუმენტებით გვემუქრება.

ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირანი განაგრძობს აშშ-თან მოლაპარაკებებს და არ მიისწრაფვის ომისკენ. როგორც ფეზეშქიანი აცხადებს, ირანი არ დაიხევს უკან თავისი ლეგიტიმური უფლებებისგან.

„რომელს უნდა დავუჯეროთ? ერთი მხრივ, ტრამპი საუბრობს მშვიდობაზე და, მეორე მხრივ, გვემუქრება ყველაზე მოწინავე მასობრივი განადგურების ინსტრუმენტებით. ჩვენ უარს ვამბობთ თავი დავუხაროთ ჩაგვრას. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ რეგიონში არასტაბილურობის წყარო“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"