"აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო და მფლაგველ საერთაშორისო ორგანიზაციას".
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისივე თქმით, კიდევ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განხილვა გრძელდება.
„ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას – ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკას და ამერიკელებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს მარკო რუბიო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. 66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც.
Today, President Trump announced the U.S. is leaving 66 anti-American, useless, or wasteful international organizations. Review of additional international organizations remains ongoing.
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) January 8, 2026
These withdrawals keep a key promise President Trump made to Americans - we will stop…








