ნატო-ს გენერალური მდივანი ოდესაში ჩავიდა. როგორც მარკ რუტემ ოდესაში ვიზიტისას განაცხადა, მხარს უჭერს ტრამპის მშვიდობისკენ მისწრაფებას.

უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ზელენსკისთან განიხილა ის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინასთან და რუსეთთან მართავს, რათა ომი დაასრულოს.

„ეს მოლაპარაკებები არ არის იოლი, მათ შორის სუმში საშინელი სისხლისღვრის გამო, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრამპის მშვიდობისკენ სწრაფვას“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ოდესაში ვიზიტის დროს, რომელიც წინასწარ არ იყო ცნობილი.

მისივე თქმით, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ძალისხმევით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებიც მზად არიან, სურთ და შეუძლიათ მეტი პასუხისმგებლობა იტვირთონ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, როდესაც ამის დრო დადგება.

თარგმანი: პირველი არხი