ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრესა ავრცელებს

რუსეთის პრესა Mash Telegram-ის არხზე დაყრდნობით იუწყება, რომ მახაჩყალაში შეიარაღებულმა პირებმა მართლმადიდებლურ ტაძარში 40-მდე კაცი აიყვანეს მძევლად.

ეკლესია კიროვსკის რაიონში მდებარეობს, მისი კარი დაკეტილია. ტაძართან სროლა ისმის, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ტაძარში შეიარაღებულ პირები არიან. ზოგიერთი წყარო აცხადებს, რომ მძევლების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

მახაჩყალასა და დერბენტში თავდასხმების ფონზე დაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაციის  რეჟიმი შემოიღეს.

23 ივნისს საღამოს დერბენტსა და მახაჩყალაში შეიარაღებულმაპირებმა მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა და 12 დაიჭრა. თავდამსხმელებმა ყელი გამოჭრეს მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარს. სროლის შედეგად რიგითი მოქალაქეებიც არიან დაშავებულები. პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელთა შორის ამოიცნეს დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის გამგებლის, მაგომედ ომაროვის ორი ვაჟი.