მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, საარჩევნო კორუფცია და გარედან არალეგალური ფინანსური ჩარევა რუსეთის მთავარი ინსტრუმენტებია მოლდოვაში გასამართლი საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

"რუსეთის ფედერაციას შემოდგომიდან მოყოლებული სურს მოლდოვის გაკონტროლება და სექტემბრის არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება" – თქვა სანდუმ ბრიფინგზე. 

ცნობისთვის, მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა აქამდე თქვა, რომ რუსმა აგენტებმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო, მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ის ეკვივალენტი, დახარჯეს გასულ წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ხმების მოსასყიდად.