ავიაკომპანია „სინგაპურის ავიახაზების” კუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც ლონდონი-სინგაპურის რეისს ასრულებდა, ძლიერი ტურბულენტობის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, 30 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.
ფრენის დროს თვითმფრინავზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა.
„სინგაპურის ავიახაზები" ღრმა მწუხარებას უცხადებს დაღუპულის ოჯახს. მისი ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოებში გადიან.