ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, სენატი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად.
ასე გამოეხმაურა სენატორი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ საბანკო ან მეორადი სანქციების შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით.
"ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის გულმოდგინე მუშაობას უკრაინაში პუტინის მიერ დაწყებული ბარბაროსული საომარი ინტერვენციის დასასრულებლად პატიოსანი და სამართლიანი გზით. პუტინის რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად მაქვს ორპარტიული კანონმდებლობა 60-მდე თანასპონსორით, რომელიც დააწესებს მეორად ტარიფებს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტს ყიდულობს. სენატი მზად არის, ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯი და ამას აბსოლუტური უმრავლესობით გააკეთებს, თუ რუსეთი არ მიიღებს პატიოსან, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას", – წერს ლინდსი გრემი სოციალურ ქსელ X-ში.
President Trump’s endorsement means the world to me. I am humbled by his faith in me as a Senator and as a friend.
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) March 27, 2025
On a professional level, I am proud to have been there at the beginning when President Trump — through sheer force of will —achieved the greatest political comeback… pic.twitter.com/uLmTmM7Dof