ლიეტუვის სეიმმა მხარი დაუჭირა სოციალ-დემოკრატი გინტაუტას პალუცკასის დანიშვნას ქვეყნის ახალ პრემიერ მინისტრად.
პალუცკასის კანდიდატურას 88 დეპუტატი მიემხრო, 36 წინააღმდეგ წავიდა, 6-მა თავი შეიკავა.
გინტაუტას პალუცკასის კანდიდატურა პარლამენტს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ წარუდგინა.
ახალი პრემიერ-მინისტრი სათავეში ჩაუდგება კოალიციურ მთავრობას, რომელსაც სოციალ-დემოკრატები, "დემოკრატების კავშირი" და "ნემანის განთიადი" ჩამოაყალიბებენ.
დამტკიცების შემდეგ, მთავრობის ახალი მეთაური პრეზიდენტ ნაუსედას შეხვდება და მინისტრთა კაბინეტის ფორმირების საკითხს განიხილავს.
პალუცკასს 15 დღე აქვს მინისტრთა კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად და სეიმისთვის თავისი მთავრობის პროგრამის წარდგენისთვის.
45 წლის კომპიუტერილი ტექნოლოგიების მეცნიერი, მას შემდეგ აირჩიეს პრემიერ-მინისტრად, რაც სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ვილია ბლინკევიჩიუტემ უარი თქვა პრემიერობაზე და ამჯობინა, შეენარჩუნებინა თავისი მანდატი ევროპის პარლამენტში.
სოციალ-დემოკრატებმა ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში 52 მანდატი მოიპოვეს.