ლიბანის სამხრეთიდან, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გახსნეს. ლიბანის აღნიშნულ ტერიტორიას ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აკონტროლებს.
ისრაელის არმიის განცხადებით, საპასუხო საარტილერიო დარტყმები მიაყენა იმ რაიონს, საიდანაც ისრაელის მიმართ თავდასხმა განხორციელდა. იუწყება Reuters.
სააგენტოს წყაროების ცნობით, ლიბანიდან გაშვებული რაკეტების სამიზნეს ისრაელის ქალაქ ბეერ-შევის
სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა. ისრაელის თავდაცვის ძალებს დაშავებულთა შესახებ ცნობა არ გაუვრცელებიათ.
დაჯგუფება “ჰეზბოლას“ განცხადებით, მათი სარაკეტო და საარტილერიო იერიშები „ჰამასის“ მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა.