კონგრესის სპიკერის თქმით, უკრაინის დახმარების განახლებულ პაკეტს კენჭისყრაზე სააღდგომო არდადეგების დასრულების შემდეგ გამოიტანს. ამის შესახებ მაიკ ჯონსონმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა. 

ჯონსონის თქმით, მისი გუნდი უკვე დიდი ხანია მუშაობს უკრაინის დახმარების კონსენსუსურ ვარიანტზე, რომელიც ორივე პარტიისთვის იქნება მისაღები. 

"როდესაც ამ კვირის შემდეგ სამუშაო პროცესს დავუბრუნდებით, ჩვენს იდეას წარმოვადგენთ და ვფიქრობ მასში იქნება მნიშვნელოვანი ინოვაციები",- განაცხადა ჯონსონმა. 

ცვლილებებზე საუბრისას ჯონსონმა ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ გაყინული რუსული აქტივები ახსენა - "თუ კი ჩვენ შევძლებთ რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების გამოყონებას უკრაინელების დასახმარებლად ეს სუფთა პოეზია იქნება."