კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კდრ) ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა. კინშასის საერთაშორისო აეროპორტში ვაქცინა Ervebo-ს 16 200-მდე დოზა მიიღეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, ქვეყანაში ჯამში 70 000 დოზა ვაქცინის გაგზავნაა დაგეგმილი.
მიუხედავად იმისა, რომ Ervebo წარმატებით გამოიყენება ებოლას ზაირის შტამის წინააღმდეგ, მიმდინარე ეპიდემია გამოწვეულია ვირუსის იშვიათი — ბუნდიბუგიოს შტამით, რომლის წინააღმდეგაც ეს ვაქცინა ოფიციალურად ჯერ დამტკიცებული არ არის.
მეცნიერები და ექსპერტები ვაქცინის შესაძლო ეფექტიანობას სწორედ მიმდინარე აფეთქების ფონზე, დაგეგმილი კლინიკური კვლევების ფარგლებში შეაფასებენ.
გავრცელებული მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი იტურის პროვინციაში მდებარეობს. ეპიდემიასთან ბრძოლა რთულდება რეგიონში არსებული შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო.




