ბერები, რომლებიც ძირითადად, სტუდენტები არიან, ტაილანდიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც კოლომბოს აეროპორტში თითოეულის ბარგში 5-5 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება იპოვეს.
გამოძიების ინფორმაციით, მათი მოგზაურობა სრულად დაფინანსებული იყო უცნობი სპონსორის მიერ, ხოლო ნარკოტიკი ტკბილეულსა და სასკოლო ნივთებში იყო გადამალული. პოლიციამ დამატებით დააკავა კიდევ ერთი ბერი, რომელმაც ტურს ორგანიზება გაუწია და დანარჩენები დაარწმუნა, რომ ბარგით მხოლოდ "შემოწირულობა" გადაჰქონდათ.
სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ დაკავებულებმა, რომლებიც ამჟამად 7-დღიან წინასწარ პატიმრობაში რჩებიან, შესაძლოა, არც კი იცოდნენ, სინამდვილეში რა გადაჰქონდათ საზღვარზე.










