მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა სანქციების შესახებ კანონპროექტი მზად, თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს მათ გამოყენებას, კიტ კელოგმა დადებითად უპასუხა.

"გასულ უქმეებზე სენატორ ლინდსი გრემს ვესაუბრე და მჯერა, სანქციები მზადაა. რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის სანქციების აქტი“ ჰქვია და მჯერა, გრემმა ის უკვე მოამზადა. სანქციები საკმაოდ მძიმეა", – განაცხადა კიტ კელოგმა.

მისი თქმით, სანქციები, პირველ რიგში, რუსული ნავთობის ექსპორტს ეხება.