კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც 20 ნოემბერს დროებით დახურეს, მუშაობა განაახლა.
აშშ-ის საელჩოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მუშაობის რეჟიმი დროებით შეცვალეს შესაძლო მასშტაბურ საჰაერო შეტევასთან დაკავშირებული ცნობების გამო, თუმცა უკვე ჩვეული რეჟიმით მუშაობას განაგრძობენ.
შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა უკრაინაში მყოფ ამერიკელებს მიმართავს, საჰაერო განგაშის დროს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები შეასრულონ და შესაბამისი მითითების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოძებნონ თავშესაფარი.
20 ნოემბერს მუშაობა შეაჩერეს იტალიის, ესპანეთის და საბერძნეთის საელჩოებმაც.