კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად იმუშავებს, რათა პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას მიაღწიოს.
"კანადა მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილებას, რომელიც ებრაელებისა და პალესტინელებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია იქნება. კანადა აქტიურად იმუშავებს ყველა ფორმატში ამ მიზნის მისაღწევად, მათ შორის მომავალ კვირას ნიუ-იორკში დაგეგმილი მაღალი დონის გაეროს კონფერენციაში საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით", - დაწერა კარნიმ.
Canada condemns the Israeli government’s failure to prevent the rapidly deteriorating humanitarian disaster in Gaza.
— Mark Carney (@MarkJCarney) July 25, 2025
Israel’s control of aid distribution must be replaced by comprehensive provision of humanitarian assistance led by international organizations. Many of these are…
კანადის მთავრობის თავმჯდომარემ გააკრიტიკა ისრაელი და ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვაში დასდო ბრალი. მან ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ხოლო დაჯგუფება "ჰამასს" ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.