კანადის მთავრობა გეგმავს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფის შესახებ, რომლის უზრუნველყოფაც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით იგეგმება.

კანადის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ოტავა მზადაა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო პარტნიორების კოლექტიურ ძალისხმევაში, რათა კიევმა მიიღოს საჭირო მაკროფინანსური დახმარება.

გეგმის თანახმად, სესხის დასაფარად გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში დაბლოკილი რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიდან გენერირებული შემოსავლები.

კანადის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი G7-ის მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება უკრაინის ეკონომიკური და თავდაცვითი მდგრადობის უზრუნველსაყოფად.