უსაფრთხოების გარანტიებმა რუსეთი უნდა შეაკავოს, არ შეიძლება პუტინის ნდობა რაიმე დაპირებისა თუ ვალდებულების შესრულებაში, – ამის შესახებ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კალასი აღნიშნავს, ომის დასრულების შესახებ ნებისმიერ შეთანხმებაში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი და სანდო უნდა იყოს, რათა ხელახალი თავდასხმა თავიდან იქნეს აცილებული.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი წვლილს შეიტანს უსაფრთხოების გარანტიების კუთხით.
„უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებით და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას. მოსკოვისთვის შემდეგი სანქციების პაკეტი მომდევნო თვისთვის უნდა იყოს მზად“, – წერს კალასი.