რუსული თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უკიდურესად საშიში პროვოკაციაა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

„ეს ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის საჰაერო სივრცის მესამე დარღვევაა და ის რეგიონში დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის. ევროკავშირი ესტონეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს,“ – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

სამმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე 19 სექტემბერს დაარღვია. მედიის ცნობით, ინციდენტი ფინეთის ყურეში მოხდა, სადაც რუსული ავიაგამანადგურებლები, კერძოდ „მიგ-31“-ები ესტონეთის თანხმობის გარეშე ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და იქ 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

თარგმანი: პირველი არხი