საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი კიევში ჩავიდა.
როგორც კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, კიევში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა.
„უკრაინელები თავიანთი სიმამაცით მსოფლიოს შთააგონებენ. მათი გამძლეობა ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოითხოვს. მე დღეს კიევში ვარ მოლაპარაკებებისთვის, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის, უკრაინის ენერგოსექტორის უსაფრთხოებისა და სამხედრო დანაშაულებისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის დასაყენებლად“, – წერს კაია კალასი.
Ukrainians inspire the world with their courage.
— Kaja Kallas (@kajakallas) October 13, 2025
Their resilience calls for our full support.
I am in Kyiv today for talks on financial and military support, the security of Ukraine’s energy sector, and holding Russia accountable for its war crimes. pic.twitter.com/xQ3juq9aTT