ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უკრაინისთვის მოკავშირეებისგან მიწოდებული იარაღის გამოყენების შეზღუდვების შერბილებას მოითხოვს.
ბორელი აცხადებს, რომ კიევს აქვს უფლება, სამიზნეში ამოიღოს ადგილები, საიდანაც მას ესხმიან თავს.
„აბსურდია იმის თქმა, რომ რუსეთზე თავდასხმის ნებართვის მიცემა უშუალოდ მოსკოვთან ომს ნიშნავს. დადექით უკრაინელების ადგილზე: რუსები გბომბავენ იქიდან, სადაც ვერ მიწვდებით. მათ თანასწორი ბრძოლა სურთ“, - განაცხადა მან ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე.