უკრაინისთვის შორი მოქმედების დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე თანხმობასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენს ჰკითხეს, იყო თუ არა მისი პოზიციის შეცვლის შესაძლებლობა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიზნით შორი დისტანციური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, „რაც არის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი მთავარი წინადადება“.
„საგარეო პოლიტიკაში არასოდეს ამბობენ: „არასდროს გადავიფიქრებ.“ ამჟამად არ არსებობს კონსენსუსი შორი მოქმედების იარაღზე“, - უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა.