აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. მან ამ გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელი უწოდა.

"ICC-ის მიერ ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის გაცემა აღმაშფოთებელია. ნება მომეცით კიდევ ერთხელ განვმარტო: რაზედაც არ უნდა საუბრობდეს ICC, არ არსებობს რანაირი ეკვივალენტობა ისრაელსა და ჰამასს შორის." - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან ასევე გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის იდგება ისრაელის გვერდით.