ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ახალ, გამჭვირვალე არჩევნებში ხედავს და თვლის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა შუამავლის როლი უნდა იტვირთონ.
"მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს და ბოლო მოუღოს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარებას. ეს როგორ მოხერხდება - თავად ქართული საზოგადოების მიერ შეიძლება, გადაწყდეს, ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირის ინსტიტუტებმა შუამავლის როლი უნდა შეასრულონ. და რაც მალე, მით უკეთესი"- წერს იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში.
Only new, transparent elections can lead the country out of this crisis. How to do this can be decided by Georgian society itself, with the support of the European Union. EU institutions have to act as mediators. And the sooner, the better. https://t.co/aXoPB5AD3P
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) January 2, 2025