ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინაში, რობოტინოსთან ვითარება ტაქტიკურად რთული და დინამიკურია, რადგან მნიშვნელოვანი საველე სიმაგრეები გამუდმებით ხელიდან ხელში გადადის.
ინსტიტუტის ექსპერტების ცნობით, რუსული ჯარები ახორციელებენ ტაქტიკურ კონტრშეტევებს რობოტინოს რაიონში, რაც მათი „სიღრმისეული თავდაცვის“ ნაწილია უკრაინის შეტევითი ოპერაციებისას დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში.
ამავდროულად, რობოტინოს სამხრეთით ვითარება არასტაბილურია, რადგან ტაქტიკურად მნიშვნელოვანი საველე სიმაგრეები რამდენჯერმე ხელიდან ხელში გადავიდა, ტაქტიკური სიტუაცია ამ რეგიონში რთული და დინამიკურია.
ასევე გაურკვეველია დაჯგუფება „ვაგნერის“ სტატუსი რუსეთის მთავრობასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების შესახებ ცნობების ფონზე. დაჯგუფების ძირითადი საბრძოლო ელემენტები მიმოფანტულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბელარუსში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ლიბიასა და მალიში და არ არსებობს დაჯგუფების მკაფიოდ გამოკვეთილი ერთი ლიდერი.
მანამდე ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ შეამცირეს შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსულ ძალებს აიძულებს ყურადღება გადაიტანოს კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზიდან და მნიშვნელოვნად ასუსტებს რუსეთის თავდასხმის ძალისხმევას ამ ხაზის გასწვრივ.
ამასთან, უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ ოკუპანტები ცდილობენ აღადგინონ დაკარგული პოზიციები რობოტინოსა და ვერბოვოეს რაიონებში და წარუმატებლად უტევენ უკრაინულ ჯარებს ავდეევკის, მარინკისა და შახტარის მიმართულებით.