უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელში, ინფორმაციის გაჟონვის გამო არ ჩავა. იუწყება Times of Israel.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაციამ მედიაში რამდენიმე დღის წინა გაჟონა, რამაც ვიზიტის გადადება გამოიწვია.
ისრაელის დიპლომატიური წყაროები ამბობენ, რომ მისი ვიზიტი ჯერ კიდევ მოსალოდნელია, თუმცა თარიღი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ „თუ პრეზიდენტი ზელენსკი მოვა, მას გაშლილი ხელით დახვდებიან“.