ასეთ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა" და სხვა არაბული პრესა ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სულ მცირე 10 022 პალესტინელი დაიღუპა ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 7 ოქტომბრის შემდეგ კი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე 152 კაცი დაიღუპა. ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - წერს „ალ-ჯაზირა".
ისრაელის პრესა აღნიშნავს, რომ „ჰამასის" კონტროლის ქვეშ მყოფი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები გადაუმოწმებელი და არასარწმუნოა.
მოტანილი მონაცემები არ განასხვავებენ სამოქალაქო პირებსა და ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის" აქტიურ წევრებს. ეს მაჩვენებელი ასევე არ განასხვავებს ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულებს და ღაზის სექტორში პალესტინელი ტერორისტების მიერ შეცდომით გასროლილი ასობით რაკეტის შედეგად დაღუპულებს - წერს timesofisrael-ი.