ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოპერაცია ლიმიტირებული და ლოკალური იქნება.
"ჩვენი პოლიტიკური ეშელონის რამდენიმე საათის წინანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული სამიზნეებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაიწყო ლიმიტირებული, ლოკალიზებული და მიზანმიმართული სახმელეთო რეიდები, რომლებიც ეფუძნება ზუსტ სადაზვერვო ინფორმაციას. ეს სამიზნეები მდებარეობს სოფლებში, რომლებიც საზღვრის მახლობლად მდებარეობს და წარმოადგენს დაუყოვნებელ საფრთხეს ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე კომუნებისთვის." – წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია "ჩრდილოეთის ისრები" ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად გაგრძელდება. ასევე ხაზგასმულია, რომ სახმელეთო ძალები საჰაერო ძალებისა და არტილერიის მაღალი სიზუსტის დარტყმებით მხარდაჭერას იღებენ.