24 მარტს, ღაზის სექტორში, ხან იუნისში საავადმყოფოზე მიტანილმა ისრაელის საჰაერო იერიშმა "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს მაღალი რანგის წევრი მოკლა.  

ისრაელის განცხადებით, სამიზნედ ისმაილ ბარჰუმი ამოიღეს. ისრაელმა ის "ჰამასის" ერთ-ერთ მთავარ ტერორისტად" მოიხსენია, ხოლო პალესტინურმა დაჯგუფებამ დაადასტურა მისი გარდაცვალება და განაცხადა, რომ ის საავადმყოფოში წინა იერიშის შედეგად მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობას გადიოდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის მტკიცებით, ბოლო პერიოდში ისმაილ ბარჰუმი "ჰამასის" "პრემიერმინისტრის" როლს ასრულებდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების დაზიანების რისკის შესამცირებლად, თავდასხმა "ხანგრძლივი სადაზვერვო პროცესის" შემდეგ განხორციელდა და "მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა" იყო გამოყენებული.