ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი აქვეყნებს.
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის" გვირაბების ზღვის წყლით დატბორვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
„მიზანი - „ღაზის" სექტორში მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურის განეიტრალებაა", - განაცხადეს სამხედროებმა.
ისრაელის არმიის წარმომადგენელთა თქმით, გვირაბების ზღვის წყლით დატბორვამდე ნიადაგის კვლევა ჩატარდა და მხოლოდ იმ გვირაბებში ჩაუშვეს წყალი, რომელთაგანაც გაჟონვა და სასმელად ვარგის გრუნტის წყლებთან შერევა არ მოხდებოდა.
ისრაელის არმია ასევე აგრძელებს გვირაბების განადგურების მიზნით ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებას.