ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.
ისრაელი, „ჰამასი" და პალესტინის ისლამური ჯიჰადი დაემატა გაეროს ეგრეთ წოდებულ "სირცხვილის სიას", გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებას, რომელშიც სამხედროების მიერ ბავშვთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებია დოკუმენტირებული. კონფლიქტი. ცნობამ ამის შესახებ იერუსალიმში აღშფოთება გამოიწვია, - წერს timesofisrael-ი.
ისრაელი და „ჰამასი" პირველად მოხვდნენ სიაში და შეუერთდნენ რუსეთის, „ისლამური სახელმწიფოს", „ალ-ქაიდას", „ბოკო ჰარამის", ავღანეთის, ერაყის, მიანმარის, სომალის, სირიის და იემენის რიგებს.
ისრაელი პირველი დემოკრატიულ ქვეყანაა, რომელიც მოხვდა ამ სიაში. გასულ წელს ამ სიაში რუსეთი შეიყვანეს უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ბავშვებისადმი სასტიკად მოპყრობის გამო.
მოხსენება მომავალ პარასკევამდე არ გამოქვეყნდება, მაგრამ გუტერეშის ოფისმა პარასკევს დაურეკა ისრაელის ელჩს გაეროში, გილად ერდანს, რათა ოფიციალურად აცნობოს მას ისრაელის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება. 26 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭო მოხსენების განსახილველ მოსმენას გამართავს.
იერუსალიმმა შავ სიაში შეყვანა გააპროტესტა.
„დღეს, გაერომ მკვლელი „ჰამასის" მხარე დაიკავა და თავი ისტორიის შავ სიაში შეიტანა. ცახალი არის ყველაზე მორალური არმია მსოფლიოში და გაეროს არც ერთი გიჟური გადაწყვეტილება ამას არ შეცვლის“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.