ირანში, თავსაბურავის "შეუსაბამოდ ტარებისთვის", "მორალის პოლიციის" მიერ ნაცემი 16 წლის გოგო კლინიკაში გარდაიცვალა. არმიტა გერავანდის ფაქტობრივი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ირანის სამთავრობო მედია ავრცელებს და წერს, რომ "ტვინის სიკვდილი უკვე აშკარად დადგა".

მოზარდზე თავდასხმა ოქტომბრის დასაწყისში მეტროში მოხდა. ამის შესახებ უფლებადამცველები იუწყებოდნენ და ვიდეოც გამოაქვეყნეს, როგორ გამოჰყავთ ვაგონიდან გონებადაკარგული მოზარდი. ის თეირანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გოგო დაბალი წნევის გამო დაეცა.

საავადმყოფოში არმიტა გერავანდი კომაში დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.