ირანის 11 პროვინციაში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს სკოლის მოსწავლე გოგონების მოწამვლის საქმეზე.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ედავებიან „მტრული მიზნებით“ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებაში.
„ეს პირები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მოქმედ დისიდენტურ ირანულ მედიასთან და ასევე მონაწილეობდნენ საპროტესტო გამოსვლებში. უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულები ცდილობდნენ შიში დაეთესათ მოქალაქეებში და სკოლების დახურვის პროვოცირება მოეხდინათ, რათა გამოეწვიათ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უნდობლობა
ზოგიერთი ირანელი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ გოგონები, შესაძლოა, რელიგიური ჯგუფების სამიზნეები გახდნენ, რომლებიც მათ განათლებას ეწინააღმდეგებიან.
გასული წლის ნოემბრის შემდეგ, მოწამვლის შედეგად ქვეყნის 25 პროვინციაში, 230-მდე სკოლაში 5 000-ზე მეტი მოსწავლე დაზარალდა. მოწამვლის პირველი შემთხვევა კუმის პროვინციაში დაფიქსირდა.