ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული საგენტოები ავრცელებენ.
პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდის ღუზაზე მდგომ ამერიკულ დროშიან ნავთობის ტანკერთან შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა.
ბერძნული პორტიდან ტანკერს ჰამბერის და ჩრდილოეთის ზღვის შესართავთან ჰქონდა ღუზა ჩაშვებული, კონტეინერმზიდს კი შოტლანდიიდან ნიდერლანდებისკენ ჰქონდა კურსი აღებული.
შეჯახება დილით, ადგილობრივი დროით 09:48 სააზე მოხდა. ხანძართან ბრძოლა ამ დროისთვის ჯერ კიდევ არაა დასრულებული.