ყარაბაღში 330-კილოვოლტიანი საკვანძო ქვესადგური ჩადგა მწყობრში
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 4 მაისს ყარაბაღში ჯებრაილის 330-კილოვოლტიანი საკვანძო ქვესადგური გახსნა.
ჯაბრაილის საკვანძო ქვესადგური 330 კილოვოლტი სიმძლავრით უზრუნველყოფს ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონს სტაბილური, მდგრადი ელექტრომომარაგებით, დააკმაყოფილებს შექმნილი მეგაპროექტების საჭიროებებს.
ჯაბრაილის ქვესადგურის მშენებლობა ძალზე მნიშვნელოვანია ჯაბრაილ-ნახიჩევანი-აგრას ქვესადგურის და თურქეთის ენერგოსისტემის მეშვეობით ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე დამატებითი და უფრო მოგებიანი წვდომისთვის, საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებისთვის, ქვეყნის ერთიან ენერგეტიკულ სისტემასთან ნახიჩევანის რეგიონის, აგრეთვე ჯაბრაილის რაიონის „ხუდაფერინის" და „გიზ გალასის" ჰიდროელექტროსადგურების მიერთებისთვის.
საქართველოსთვის ჯაბრაილის საკვანძო ქვესადგურის მწყობრში შესვლა საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც იგი შეამცირებს საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობას და შესაბამისად, ელექტროენერგიის ტრანზიტით მიღებულ ამონაგების მოცულობას.
შარშან, აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით 2 მილიარდ 664 ათას 400 კვტსთ ელექტროენერგია გავიდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 1 მილიარდ 190 ათას 600 კვტსთ ელექტროენერგია