NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას. ამის შესახებ სტოლტენბერგი X-ში წერს.
„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი დიდი პაკეტის მხარდაჭერას.
უკრაინა NATO-ს მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს იყენებს რუსული საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად. ეს ნიშნავს ჩვენთვის უფრო მეტ უსაფრთხოებას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში“, - წერს სტოლტენბერგი.