რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებას, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმაურება.
„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება დღეს ათასობით მშვიდობიან მოსახლეს საფრთხის წინაშე აყენებს და გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“, – წერს იენს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.
The destruction of the Kakhovka dam today puts thousands of civilians at risk and causes severe environmental damage.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) June 6, 2023
This is an outrageous act, which demonstrates once again the brutality of #Russia’s war in #Ukraine.