14 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი უკრაინის დედაქალაქ კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება იქნება.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ვიზიტით ვაჩვენო, რომ ჩვენ კვლავ აქტიურად ვუჭერთ მხარს უკრაინას. ეს არის სიგნალი, რომ გერმანია, როგორც NATO-ს უდიდესი ქვეყანა ევროპაში, უკრაინის გვერდით დგას" - თქვა პისტორიუსმა გერმანული dpa-ს საინფორმაციო სააგენტოს ცნობით კიევში ვიზიტისას.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა 13 იანვარს, კიევისთვის დამატებითი დახმარების საკითხის განსახილველად ვარშავაში შეხვდა პოლონეთის, საფრანგეთის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებს.
"უკრაინა მარტო არ არის, მის გვერდით დგას ხუთი ქვეყანა და მრავალი სხვა მოკავშირე" - აღნიშნა მან.