გერმანიაში ჩინეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიის სამი მოქალაქე დიუსელდორფსა და ბად ჰომბურგში დააკავეს. ინფორმაციას სამი ადამიანის დაკავების შესახებ გერმანიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაკავებულები ჩინეთის საიდუმლო სამსახურს აწვდიდნენ ინფორმაციას გერმანიაში სამხედრო ხომალდების ძრავების უახლეს ტექნოლოგიებზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გერმანელები კვლევით პროექტში იყვნენ ჩართული, რომელიც სამხედრო ხომალდებს ეხებოდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს. დაკავებულები თანამშრომლობდნენ ერთ-ერთ გერმანულ უნივერსიტეტთან და კვლევის შედეგებს ჩინურ მხარეს უზიარებდნენ, რაც შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის გამოეყენებინათ.