გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის დამატებითი 60 მილიონი ევროს გამოყოფა გამოაცხადა.
თანხა მიმართულია გაეროს დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ფრონტისპირა რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად. ის მოხმარდება საცხოვრებლების აღდგენას, მობილურ სანიტარიულ მოდულებსა და გათბობის სისტემებს.
10 მილიონი ევრო ჩაირიცხება NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის (CAP) ფონდში, რომელიც გამოიყენება ენერგომატარებლების, სამხედრო ჰოსპიტლების სამედიცინო აღჭურვილობისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემების შესაძენად.
გერმანიის პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ბერლინი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ძიებასა და მიწოდებაზე მუშაობს.




